მამუკა ბახტაძე: „ქვეყნის მშპ-ს მინიმუმ 10-11 პროცენტი ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს განათლების სექტორისთვის გამოყოფილი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან“
29-01-2019, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ რეფორმებმა რომელიც ჩვენ გავატარეთ, ძალიან ხელშესახები შედეგი მოგვიტანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ - სიტყვით გამოსვლისას.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყველა პანელზე, რომელიც ეხებოდა განვითარებულ ბაზრებს, საქართველო მოჰყავდათ მაგალითად, როგორც დეკმოკრატიული ისე ეკონომიკური განვითარების მხრივ, მაგრამ საქართველოს ყველაზე მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება.

 


პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რომ ყველაფერი ერთ-ორ დიდ ცენტრში არ იყოს თავმოყრილი. თუმცა, მისივე თქმით, ინკლუზიური ზრდა არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემა.

 


ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე და დასძინა, რომ მისი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წარმოადგენს.

 


მანვე აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის და დაამატა, რომ „მთავარი აქტივი ჩვენი სზოგადოება, ჩვენი ადამიანები გახლავთ“.

 


პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც დღეს მთავრობა ახორციელებს, შესაძლებელი იქნება სიღარიბის დაძლევა, მაგრამ, მისი თქმით, მთავარი განათლების დონის ამაღლებაა.

 

 

 

„მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დიახ, ჩვენ იმ ეკონომიური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ სიღარიბის შემცირებას, მაგრამ საქართველოს ვერასდროს ჩავაყენებთ განვითრებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში, თუ არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში. თუ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს მთელს ეკონომიკაში. თუ ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთდერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებად ჩადგეს განვითრებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში.

 

 

 


არაერთხელ დამისახელებია ციფრი, რომ ეს არის მინიმუმ 10-11 პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს განათლების სექტორისთვის გამოყოფილი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. სწორედ ეს მოგვიტანს ჩვენ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს – ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, ეს არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი