ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებს ვინსენტ დონტოსა და ორგანიზაციის დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევინარ ჯოჯუას უმასპინძლა.
ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ის ინფრასტრუქტურულ პროექტები, რომლის განხორციელებასაც საბჭო ხონის მუნიციპალიტეტში გეგმავს.
„ხონის მუნიციპალიტეტის მერისა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ინტენსიური მუშაობის შედეგად დაგაწყდა რომ, მიმდინარე წელს, ხონის დევნილთა დასახლებაში არსებული კლუბის შენობასა და №2 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობების პროექტირება.
ასევე იგეგმება ქალაქის ტერიტორიაზე სათემო ცენტრის მშენებლობა (800 მ2), სადაც საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები განთავსდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ის სავარაუდო ლოკაციები დაათვალიერეს, სადაც სამომავლოდ სათემო ცენტრი აშენდება.
ლადო ჯურხაძემ და ვინსენტ დონტომ დევნილთა დასახლებაში ურთიერთთანამშრომლობის შედეგად უკვე განხორციელებული პროექტებიც მოინახულეს - დასასვენებელი სკვერი და სასმელი წყლის ჭაბურღილი, რომელიც 600 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
„შეხვედრაზე ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, რომ მზად არის ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, აცხადებენ ხომის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.