მაია ცქიტიშვილი: „ჩემამდე არც ჩანაწერი არ მოსულა და სწორედ რომ საზოგადოების როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების არც გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც“
29-01-2019, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მე მგონია, რომ სწორედ საზოგადოების როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების არც გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას.

 

 

„არ მოსულა, ჩემამდე არც ჩანაწერი არ მოსულა და მე მგონია, რომ სწორედ რომ საზოგადოების როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების არც გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც და მგონია, როდესაც მთელი საზოგადოება ერთიანი იქნება, რომ ეს ყველასთვის არის ნამდვილად წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც არ არის შესაძლებელი არც ერთი ადამიანის, იქნება ეს პოლიტიკოსი, ქალბატონი თუ მამაკაცი, როდესაც ჩვენ ამაზე შევთანხმდებით, სრულიად საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, ეს უკვე აღარ გახდება მათ შორის არანაირად არც მანიპულირების იარაღი“, განაცხადა ცქიტიშვილმა და დაამატა, რომ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასება შეიძლება იყოს ერთი, ეს ყველა სტანდარტით მიუღებელია“, მათ შორის „ადამიანური, მორალური თვალსაზრისითაც“.

 


კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის სხვა წევრებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს არა დაპირისპირება, არამედ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

 


„მე არ შევაფასებდი ამას, როგორც ბესელიასა და გუნდის წევრების დაპირისპირებას. გუნდში ყოველთვის არის საკითხები, რომელზეც შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს. ვნახეთ, რომ გუნდში ორი დღის განმავლობაში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა მიმდინარეობდა, რაც გვაძლევს საშუალებას, აზრთა სხვადასხვაობა შევაჯეროთ, გვქონდეს ნაყოფიერი დისკუსია“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი