თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქლაქის 2019 წლის მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები 2019 წელს დაიწყება, პროექტის ღირებულება 11 620 192 ლარია და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.
„ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების ხარჯზე, სპორტული მოედნების ხარჯზე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ შევქმნათ ძალიან ბევრი მწვანე სივრცე. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ დიღმის ჭალების პარკია. 11 მილიონზე მეტი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და მას 2019 წელს დავიწყებთ. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში უკვე გამოვაცხადებთ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას. პარკში განთავსებული იქნება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები და კაფე-ბარები“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.