საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა.
პირად შემადგენლობას სიტყვით საერთაშორისო მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ კორსმა მიმართა. მან II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.
უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის სახელით ვიცე-პოლკოვნიკმა დავით წიკლაურმა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა და მედლებით „მტკიცე მხარდაჭერისათვის“ დაჯილდოვა.
ღონისძიება საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დასრულდა.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ასევე, იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ადრიან ბოგარტი, აშშ-ის, ხორვატიის, გერმანიის და მონღოლეთის სამხედრო მოსამსახურეები.
I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.