ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გივი ჭიჭინაძემ ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილთან ერთად, ვანში მცხოვრებ ორ გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორები და ტკბილეული გადასცა.
საქველმოქმედო აქცია მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჭიჭინაძის ინიციატივით გაიმართა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.