ქალაქ გარდაბანში, სოფელ სართიჭალაში, მუღანლოსა და კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურა კეთილმოეწყობა. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 3 232 875 ლარს შეადგენს.
ქალაქი გარდაბანი – მოასფალტდება ლელაშხასა და ქვემო კაპანახჩის დასახლებების ცენტრალური გზები, აშილ ბილალის და გამარჯვების ქუჩები ( 1 748 991ლარი).
სოფელი კრწანისი – მოასფალტდება სოფლის ცენტრალური გზა (335 635 ლარი).
სოფელი სართიჭალა – მოასფალტდება მე–2, 23–ე, 24–ე, 25–ე, 35–ე ქუჩები (720 910 ლარი).
სოფელი მუღანლო – მოასფალტდება სოფლის ცენტრალური გზა (427 339 ლარი).
სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.