ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ამჯერად სოფლებში - დიდ არაგიალსა და პატარა არაგიალში დაესწრნენ.
აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეირჩა:
დიდ არაგიალი - გარე განათების მოწყობა;
პატარა არაგიალი - სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აღდგა და ეს მისასალმებელია. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი პრიორიტეტული პროექტი განხორციელდება. მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერს მხარს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.