ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გადადგმული ღონისძიებები.
„ევროკავშირთან ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო როგორც ის დღესდღეობითაა. აღნიშნული დასტურდება იმ რეფორმებით და წარმატებებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლებში. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაში თანამშრომლობის ყველა სფეროში“, -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.