28 იანვარს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით მორიგი საერთო კრებები გაიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საირმეში, ზოგიშში, ცაგერასა და სურმუშში.
მოსახლეობას მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
განხილვის შედეგად გადაწყდა შემდეგი პროექტების განხორციელება:
სოფელ ზედა საირმეში გარე განათება მოეწყობა, სოფელ ქვედა საირმეშიც გარე განათება მოეწყობა და ასევე განხორციელდება წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელ სურმუშში სასმელი წყლის სისტემა აღდგება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.
სოფელ ცაგერაში საერთო სარგებლობის სახნავ-სათესი ადგილების შემოღობვა, სოფლის წისქვილის რეაბილიტაცია მოხდება.
სოფელ ზოგიშში კი საცურაო აუზის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
შეხვედრები სოფლებში კვლავა გაგრძელდება.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.