ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს:
1. .„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. მერიის მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
3. საკრებულოს მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებთან (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა) ერთად დაფუძნების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფ ჩუნჩხაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართობით 36427,0 კვ/მ. პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ.
ბიუროში განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი დაბრუნებული იქნა უკან შესაბამისი ცვლილებების შესატანად.
ინფორმაციას ახლაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.