მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი, რომელიც არის სრულიად გაუნათლებელი არსება, დაუსწრებლად აქვს დამთავრებული გეპეი, მერე აქვს ნაყიდი დიპლომი, მერე აქვს ნაყიდი კანდიდატის ხარისხი - არის მტერი ყოველგვარი განათლების“
30-01-2019, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს განათლების სისტემას საქართველოში და არის პირველი მტერი განათლების, რადგან იგი თავად არის „სრულიად გაუნათლებელი“, რომელსაც „დიპლომიც და კანდიდატის ხარისხიც ნაყიდი აქვს“.

 


აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სკოლის გამოცდების გაუქმების თემაზე „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში შეერთებული შტატებიდან ისაუბრა.

 


„მე მინდა გვესმოდეს, რამხელა მასშტაბის მავნებლობასთან გვაქვს საქმე. მე თვითონაც ვარ მშობელი, სკოლის ასაკის ბავშვის და აქ საუბარია საერთოდ საქართველოს მომავალზე, საქართველოს განათლებაზე. მე მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი, რომელიც არის თვითონ სრულიად გაუნათლებელი ერთი არსება, რომელსაც მართლა დაუსწრებლად აქვს დამთავრებული გეპეი, მერე აქვს ნაყიდი დიპლომი, მერე აქვს ნაყიდი კანდიდატის ხარისხი, როგორც ყველა ოლიგარქს. თვითონ ალბათ ვერც მოყვება შინაარსს, შინაარსს კი არა, სათაურს ვერ გადმოგცემს მისი დისერტაციის, რომელიც დაიცვა და რომელმაც მოიყვანა სრულიად გაუნათლებელი ხალხი მთავრობაში, თავიდანვე ეს არის ადამიანი, ვინც არის მტერი ყოველგვარი განათლების, ყოველგვარი პროგრესის, ყოველგვარი სიახლის. ამას ის მათქმევინებს, რაც მან მანამდე გააკეთა.

პირველი, მათ დახურეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ახლა სისულელეებს რომ ყვებიან, რომ არ იყო ეს უნივერსიტეტის შენობა მორგებული, 140 მილიონი დოლარი ჰქონდა გამოყოფილი ამერიკის მთავრობას ამ უნივერსიტეტის ფუნქციონირებაზე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამერიკელები თავის უნივერსიტეტებს თავისივე ფულით კონკურენციას უქმნიდნენ უცხოეთში. მან ეს პროექტი მოხურა... შემდეგ ის გადაეკიდა კახა ბენდუქიძეს, ჩამოართვა ლიცენზია მარგველაშვილის ხელით მის უნივერსიტეტს, მერე სტუდენტები გამოვიდნენ, შეეშინდათ და აღადგინეს, მაგრამ კახი გააქციეს ქვეყნიდან, დაემუქრნენ მას დაპატიმრებით, აღძრეს საქმე სწორედ უნივერსიტეტის საკითხზე.

 


ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, მაგრამ, მე კახასთან ბოლო დღეები, ბოლო კვირები, ბოლო თვეები განსაკუთრებით ახლოს ვიყავი და მე ზუსტად ვიცი, რომ სამარის კარამდე მიიყვანა იგი ამ ნერვიულობამ. ივანიშვილმა მოკლა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რადგან ამ პროგრამით, თითქმის ყველა სკოლაში საქართველოში ამერიკელი ან ინგლისურენოვანი, ინგლისელი, შვედი, ჰოლანდიელი, რომელიც ასწავლიდა ჩვენს ბავშვებს ინგლისურს და არ უნდა ყოფილიყავი ივანიშვილის შვილი ან სააკაშვილის შვილი, რომ გესწავლა ინგლისური, ყველა საქართველოს მოზარდს ჰქონდა საშუალება ენის სწავლის და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის. მან ეს პროგრამა დახურა. მან დახურა ინტელის კომპიუტერების ქარხანა. საქართველო უშვებდა თავის კომპიუტერებს და ერთ-ერთი პირველი რაც მან გააკეთა, დახურა ეს. მათ პრაქტიკულად გაანადგურეს სასწავლო ცენტრი „დელტა“, სადაც ჩვენ მაღალ ტექნოლოგიებს ვქმნიდით. ერთი სიტყვით, განათლებას სადაც დაინახავს, ყველაფერს ემტერება. ახლა მათ გააუქმეს გამოცდები. პრობლემა რეპეტიტორები ხდება იმიტომ კი არა რომ გამოცდებია, რეპეტიტორები ხდება იმიტომ, რომ სკოლა გააბანძეს, მასწავლებლებს არ მისცეს საშუალება სათანადოდ გადამზადების... კვალიფიკაცია სკოლაში დაეცა. ბუნებრივია, ბავშვებს დასჭირდათ რეპეტიტორები, სკოლაში აღარავინ აღარ დადის, მაგრამ ახლა გამოცდების გაუქმებით, ჩვენ პრობლემა კი არ გადავწყვიტეთ, პრობლემა ბევრად უფრო გავაღრმავეთ. ჩემი აზრით, ეს არის ბევრად უფრო მავნებლობა, ვიდრე კანაფის ლეგალიზაცია. კანაფის ლეგალიზაცია ნიშნავს ერის გენეტიკური კოდის გამოცვლას, გადაშენებას და გადაგვარებას, გადაჯიშებას ქვეყნის, მაგრამ ის რაც ხდება ახლა სკოლებში, ეს არის საბოლოოდ საქართველოსთვის წერტილის დასმა.

 


ამას უნდა გაუნათლებელი ერი. ამას უნდა ხალხის გასვლა. ამას უნდა, რომ საქართველოში დარჩეს მაქსიმუმ მილიონი ძირძველი საქართველოს მცხოვრები, შემდეგ შემოიყვანოს 300-400-500 ათასი ხელის მუშა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ მისი ბიზნესები, მთელ ბიზნესებს იგდებს ხელში - „თიბისი“ აიღო, დააჩმორა ხაზარაძე და იგივე დაუწვენ ისინიც, საქართველოს ბანკის აქციებს ყიდულობს. საქართველოს ბანკის მეშვეობით აზოტს იგდებს ხელში, აზოტის მეშვეობით ბათუმის პორტს იგდებს ხელში, მოკლედ ცხოვრება მოიწყო. რჩება მხოლოდ მისი აქტივები, ყველაფერი საქართველოში არის მისი, მუშა-ხელი იქნება მისი, მუშა-ხელს შემოიყვანს ისეთს, რომელიც არც პოლიტიკურ უფლებებს მოთხოვს და არც არჩევნების პატიოსნად ჩატარებას, ქართველებს ფაქტობრივად გაუშვებს ქვეყნიდან და მივიღებთ ვენესუელას კიდევ უფრო უარესი ფორმით, ვენესუელას ნავთობი მაინც ჰქონდა. მოქმედების დროა!“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 3
#3   Торнике Алашвили
      
ოტია იოსელიანს სულ არ ქონდა უმაღლესი განათლება ,მაგრამ გაფრთხილებდა თუ გახსოვს- მიშაია, მოდი აქ დამიჯექი და არ გაიქცე ახლა სადღაც , სულ რომ გარბიხარ ყველგან, საით მიგყავს შენ ჩემი ქვეყანა? გამოქვაბულში?



წიგნი -არაო . ბიბლიოთეკებს ებრძვი, უნივერსიტეტიც არაო .
9 მარტი 2019 08:13
#2   დიანა
      
შე დაცენტრილო სომხის ნაბიჭვარო,ლომაიაუდღეურმა და შენ დააქციეთ და გაანადგურეთ საქართველოს განათლება და მეცნიერება და კიდევ ბევრს ტლიკინობ?! შენ ხალხი სკლეროზიანი ხომ არ გგონია შე მაოხრებელო გზირო!
კიდევ რამდენი ათწლეულები გვჭირდება,რომ შენი დატოვებული ნაგავი გავიტანოთ ქვეყნიდან შე ნაძირალა გარეწარო!
30 იანვარი 2019 07:10
#1   შოთა კვარაცხელია
      
ოოხ, მიშა! ვის წისქვილზე ასხამ წყალს? ხომ ამოწურე შენი ვადა, რა გინდა ვის დავალებას ასრულებ?
30 იანვარი 2019 06:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი