ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე საქართველოში სომხური სცენარის განვითარებას პროგნოზირებს და მიანიშნებს, რომ ამ პროცესების ავანგარდში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგება, რომლის რეიტინგიც, მისი აზრით, მატულობს და იგი უკვე ქართული საზოგადოებისთვის „აბსოლუტურად სწორ“ გზავნილს განავრცობს.
როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას განაცხადა, ხალხი ქუჩაში გამოვა, დაიჭექებს და ივანიშვილს დამცველი არავინ ეყოლება და ის რომ თვითმფრინავში ჩაჯდება, მის გვერდით მდგომი ორგულები დაფანტულები იქნებიან უკვე.
„სააკაშვილი იმატებს ახლა უკვე. დაიწყო მოძრაობა. იქ, უცხოეთში დაიწყო მოკრება ქართული ემიგრაციის. სხვათაშორის, ყველაზე კრეატიული და ყველაზე შრომისუნარიანი არის ამერიკაში მყოფი ქართველობა, ამერიკაში მყოფი ქართველობა მართლა შრომისმოყვარე ქართველობაა. დაიწყო მოკრება იმათი. უშვებს აბსოლუტურად სწორ მესიჯს უკვე. მან უკვე უთხრა ხალხს, რომ აი, ამას ვიზამ. იზამს თუ არ იზამს, ეს სხვა თემაა. შეთავაზებები დაიწყო უკვე სააკაშვილმა. თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ სიდუხჭირეს, რომელიც პირდაპირპროპორციულია რადიკალიზაციის გაზრდისთვის, მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ და დამცველი არ გეყოლება ბიძინა არავინ. ორგულები რომ გყავს მანდ შეკრებილი, შენი ისა, გვარდია. სულ მეცინება, აი, ძველი გვარდია. ძვირფასო ნაპოლეონო! კაციშვილი დამცველი არ გეყოლება. დაიფანტებიან იმ დღესვე. ის რომ თვითმფრინავში ჩაჯდება, ესენი დაფანტულები იქნებიან უკვე. იყო საუბარი, ვენესუელის განვითარება. არაფერი ვენესუელა არ განვითარდება აქა. აქ იქნება სომხური ამბავი. გამოვა ხალხი, დაიჭექებს, გამოვა ქუჩაში ხალხი და მერე არკვიეთ თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში, რითი დარჩებით ამ ქვეყნის ისტორიაში და უახლოვდებით ქვეყნის დამაქცევარის ტიტულს. ვერასოდეს ვერ გაწმინდავთ ამას იმიტომ, რომ ყველაზე დაუნდობელი, რაც კი არსებობს, ეს არის ისტორია, ამაზე დაუნდობელი და ამაზე სამართლიანი არაფერი არ არსებობს“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.