ისტორიულ სოფელ ლაილაშში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა აშენდება - არჩილ ჯაფარიძე
30-01-2019, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიღებულია გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში სოფელ ლაილაშში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ“, უთხრა 29 იანვარს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში გამართულ კრებაზე ადგილობრივ მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ.

 


ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგი ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონის სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე ვეცნობით თითოეულ სოფელში არსებულ პრობლემას, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო ავამაღლოთ და პროექტები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწიენებით დავგეგმოთ“, განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას და დაამატა:

 


„ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ. ლაილაში ისტორიული სოფელია, რომლის მიმართაც დაინტერესება მზარდია და მსგავსი პროექტები მოსახლეობის ადგილზე დარჩენისათვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება“.

 

 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა დაესწრნენ.

 


მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სოფლის მთავარ გზაზე სანიაღვრე არხის მშენებლობას მოხმარდება.

 


კრებები ამ ეტაპზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 80-ზე მეტ სოფელში ჩატარდა.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები რეგიონის მასშტაბით 20 თებერვლამდე გაგრძელდება. მოსახლეობა, კანონით გათვალიწინებული ნუსხიდან, თავად აირჩევს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრიობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი