სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საპატრიარქოში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა ილია მეორესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული სიხარული მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა. რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ურთიერთობის რამე პრობლემა არსებობს, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები. ეს იყო ძმური, კეთილი ურთიერთობა და შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის. არ გვისაუბრია პირადად ჩვენს დამოკიდებულებაზე, არც რაიმე აზრის მოხვევაზე საქართველოს ეკლესიის წინაშე. ეს იყო მსჯელობა ყველა საკითხზე, რაც შეიძლება ეხებოდეს მართლმადიდებლობას. ეს არ იყო პოზიციის დაფიქსირების შეხვედრა“, განაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.