სოფიო ქაცარავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის როლზე და მის შემდგომ გამოხმაურებაზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჰუბერტ ქნირშს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ესაუბრა.
სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ელჩს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
შეხვედრაზე ასევე, განიხილებოდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიმდინარე მოლაპარაკებები.
„მზად ვართ ერთობლივად აღმოვფხვრათ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დაბრკოლება“, აღნიშნა შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.