თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა სამი საკითხის შესახებ იმსჯელეს
30-01-2019, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

 


საკრებულოს წევრებმა სამი საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტსა და ადგილობრივ შესყიდვებში განსახორციელებელ ცვლილებებს. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილება გამოიწვია მთავრობის განკარგულებებმა, საშემოსავლო ნაწილის 1270.5 ათასი ლარით (გრანტის სახით) გაზრდამ.

 


• გაიზარდა სოფელ ძევრის ცენტრის კეთილმოწყობის დაფინანსება. კომუნალური მეურნეობის განვითარების თანნხა გაიზარდა 44,3 ათასი ლარით.

 


• სოფლის მხრადაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დაფინანსდება 345,0 ათასი ლარით.

 


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება 881,2 ათასი ლარით:

 


ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 260, 0 ათასი ლარით და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 621,2 ათასი ლარით.

 


დეპუტატების მიერ ასევე მხარდაჭერილი იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის“ ორგანიზაციის, დაფუძნების შესახებ საკითხი.

 


აღნიშნული თემები სხდომამდე პროფილურმა კომისიებმა და ბიურომ განიხილა.

 


რიგგარეშე სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი