30 იანვარს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საერთო კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ იმსჯელა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემებისა და საპროექტო წინადადებების შესახებ.
მოსახლეობასთან ერთად კრებას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, რომელმაც პირადად გააცნო ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“.
საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს განსახორციელებლად დაგეგმილი პროექტები.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.