სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს პატრიარქის „სიბრძნეს ენდობა".
„ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენს პოზიციას. როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან.
წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა - იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი, არისმრავალი შეკითხვა სინოდში. ასე რომ, ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება. რაც მთავარია, მან ბრძანა პატრიარქთანაც და თქვენთანაც დააფიქსირა, რომ მსოფლიო საპატრიარქო მისი უწმინდესობის სიბრძნეს ენდობა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში", განაცხადა მეუფე შიომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.