დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით ფრენა შესრულდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის - გელა სამხარაულის ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ფეტვიაშვილმა და მერის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძემ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო პაკეტები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ყოველკვირეულ უფასო ავიარეისს შეასრულებს.
ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.