2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.
„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.
განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის - 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის - 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.