2019 წლის პირველ კვარტალში ძალაში შედის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, ვისაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობამ წელს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გამოყო. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ბევრ ბიზნესს ფინანსებზე წვდომის პრობლემას მოუხსნის. მისივე განცხადებით, აღნიშნული სქემის გამოყენებისას გათვალისწინებული იქნება ის პრიორიტეტები, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისათვის. მათ შორისაა, წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრენინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და განვითარება, სამედიცინო მომსახურება, ტურისტული მომსახურება და სხვა.
საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.