ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილს პოლარული ციკლონი დაატყდა თავს და ამ დროის მონაცემებით, სტიქიამ სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
-30C-ამდე დაეცა ტემპერატურა ჩიკაგოში - რაც ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში არსებულ ტემპერატურაზე უფრო დაბალია და -37C-ამდე ჩრდილოეთ დაკოტაში.
ჩიკაგოში ასეთ დაბალ ტემპერატურას ძლიერი ქარიც ემატება, რის გამოც ყინვის რეალური შეგრძნება -45C-ია. ქალაქის მერმა დაჟინებით მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ გავიდნენ გარეთ და შინ დარჩნენ.
ყინვები 250 მილიონ ამერიკელს შეეხება და 90 მილიონი -17C-ს ან მასზე დაბალ ტემპერატურას გამოცდის.
მთელი ოთხშაბათის განმავლობაში თოვლია მოსალოდნელი ამერიკის ცენტრალური ნაწილის რამდენიმე შტატში და ზოგან თოვლის საფარი 60 სმ-ს მიაღწევს. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ვისკონსინში, მიჩიგანში და ილინოისში და თვით ჩვეულებისამებრ უფრო თბილ სამხრეთულ შტატებში - ალაბამასა და მისისიპიში.
ამინდის ეროვნული სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ასეთ პირობებში გარეთ 10 წუთის განმავლობაში ყოფნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს სხეული მოეყინოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.