ვალერი გელბახიანი: „მე სხვა მიშა დავინახე, უკვე არა ლიდერის ფუნქციაში, გმირის ფუნქციაში... ახლა ბიძინაც გამოვიდეს, თავისი გმირობა დაგვანახოს“
31-01-2019, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკოსი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვისას მან „სხვა მიშა“ დაინახა, „უკვე არა ლიდერის, არამედ გმირის ფუნქციაში“ და ახლა დროა, ბიძინა ივანიშვილიც „გამოვიდეს და თავისი გმირობა დაგვანახოს“.

 

 

აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას განაცხადა.

 

 

„ის [სააკაშვილი] დიდ მობილიზაციას აკეთებს უცხოეთში, ძალიან დიდ მობილიზაციას. ქართველი, რომელიც მოახერხებს ჩვენი ემიგრაციის მობილიზაციას, ის უკვე ლიდერია, იქ აღარ არის უკვე არჩევნები საჭირო, ის ლიდერია უკვე. და ეს საგანგაშო ფაქტი უნდა იყოს ამ ხელისუფლებისთვის.

 


ამას თუ მოახერხებს, რომ კონსოლიდირებული გახადოს ქართველ ემიგრანტთა კორპუსი, ეს დიდი გმირობაა. ის ასახელებს ციფრსაც, 10 მილიარდიან რესურსების მობილიზებას. ის მართლა ლიდერია, მაგრამ საფრთხე არ მინდა იყოს ამ ლიდერში, ჩემი სურვილი ეს არის.

 


მე სხვა მიშა დავინახე, უკვე არა ლიდერის ფუნქციაში, გმირის ფუნქციაში, ანუ ნაციონალური გმირი ვარო, კაცი გეუბნება და ამეებს ვიზამო. ახლა ბიძინაც გამოვიდეს, თავისი გმირობა დაგვანახოს.

 


სააკაშვილმა თავისი ასე ვთქვათ, ნაციონალური ტვირთის გზავნილი გამოუშვა ქართველებთან და უთხრა: აი, მე ეს ვარ, ამას ვაპირებ. ახლა გამოდი საპირწონედ, რეალური ლიდერი ხომ ქვეყნის შიგნით არის, გამოვიდეს და თქვას, რომ მე ვაპირებ ამას, ანუ კონკურენცია წავიდეს“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

კომენტარები: 6
#6   Торнике Алашвили
      
ცუდია ის, რომ 2012-დან ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმ თანხების(15 მილიარდი ძალაა) ამოღება რაც ნაცისტებმა 8 წლის განმავლობაში მოიპარენ და პარტიის ობშაკში ჩადენ. ეს იმის ნიშანია,რომ მკვლავ ქურდობა უნდათ და ამერიკა ევროპასტან ერტად ამას არა მარტო არ ეწინააღმდეგება, გულშემტკივრობს კიდეც
4 თებერვალი 2019 02:06
#5   მანანა
      
გიჟივით რომ ლაპარაკობდა ეგ არაფერი?, მე ემიგრანტი ვერ დამარწმუნა პოლიტიკას დინჯი ლაპარაკი უნდა რომ დავიჯერო და არა ისტერიული ,სრორედ აღნისნე მიშა საშიშად მომეჩვენა, ჩვენ შურისძიებებს ხალხმა როდემდე უყუროდ, დავიღალეთ .
1 თებერვალი 2019 10:56
#4   თამაზი
      
ეგ ორი წყვილი რომ ჯდებიან და ბლიყინებენ, ერთმანეთს ლაპარაკს უშლიან.
რომელმა თქვა ეს სიბრძნე გასარკვევია და დაეთანხმა მეორე ვითომ? გმირი კადრებში ჩანს როგორიცაა ეს მიშაა თუ შალიკო!
1 თებერვალი 2019 03:58
#3  სიმართლე
      
ადამიანი ზნეობას რომ გადაბიჯებს იმის უნამუსობას უკვე საზღვარი არ აქვს და ყველაფერს იკადრებს ესე იგი ივანიშვილი გაუშვითო ცუდიაო და ისევ ცუდი საკაშვილი დამაბრუნეთო რამდენი უზნეობა აქვს ნაკეთები და სხვის ბეწვს მიზდევს მართლა შესაცვლელია ეს ხელისუფლება იმდენად უნიათოა მაგრამ იმის შიშით რომ ეს სადისტური რეჟიმი არ დაბრუნდესო და ისევ ამ დოყლაპიებს ვანგრევინებთ ქვეყანას ამ უნიიათოებს კი საქმე იქეთ მიყავს რომ მიშა დაბრუნდეს
31 იანვარი 2019 09:35
#2   Наира рухаиа
      
მიშამ თუ მოინდომა ყველაფერს მიაღწევს, ყველაფერს გააკეთებს! ამაში ორი აზრი არ არსებობს!
31 იანვარი 2019 08:58
#1   ნათელა
      
მაშინაც ასე გვეგონა , პირველად, მაგრამ , ...კი გმირი იყო მ,აშინ, როცა ხელებგადაკოჭილ ადამიანებს აკვლევინებდა, ზურგში ნასროლი ტყვიით ერთად ერთი შვილის მკვლელებს ხელს აფარებდა, ერთად ერთი შვილის სადისტურად , მოკლული შვილის მკვლელებს ხელს აფარებდა და ახალაც ამას იძახის რა დროს ეგ არისო, ხომ ცნობილია და არავის არ ეპარება ეჭვი, ყოველშემთხვევაში წესიერ ადამიანებს, რომ უარესს იზამს , თუ ძალუფლებას ხელში ჩაიგდებს. ჰოდა ეს რატომ გხიბლავთ
31 იანვარი 2019 00:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი