საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საერთაშორისო ექსპერტს ჯერემი სარკინს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას.
„დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი ჩვენს ინტერესებშია“, აღნიშნა შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გამახვილა ექსპერტ ჯერემი სარკინის რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების საბჭოს უფლებამოსილების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება.
ჯერემი სარკინი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" მხარდაჭერით შემუშავებულ შემაჯამებელ ანგარიშს 31 იანვარს წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.