პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა
20-07-2015, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა დაასახელა. ღარიბაშვილს დღევანდელ წარდგენაზე არაფერი უთქვამს იმაზე, თუ ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა იქნება.


„ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დანაპირების ერთგული. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ვახტანგ გომელაურს. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი. მან დაამტკიცა, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წელია ვიცნობ და მასთან ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, რომელიც პირნათლად შეასრულა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. იგი არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი. მჯერა, ის წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს. ვახო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა და მჯერა, იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურმა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრდაჭერა ექნება.


„ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი მოქალაქეების იმედები. ეს სამსახური ერთ-ერთი პრინციპული სამსახური იქნება, ერთიანდება რამდენიმე დეპარტამენტი და ვიზრუნებთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.


 
ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო ორად და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა.


1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.


უსაფრთხოების სააგენტოს ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა.

 


დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.


შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.

 


პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი