წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმა, დაახლოებით, 20 ჰექტარი მოიცვა. შემთხვევა გუშინ, 30 იანვარს 17:00 საათისთვის მოხდა.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცია სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ერთობლივად მუშაობდნენ წყალტუბოს, ქუთაისისა და ხონის სახანძრო, სამაშველო რაზმები. შემთხვევის ადგილას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი იმყოფებოდნენ. ხანძრის სრული ლიკვიდაცია საღამოს 9 საათისთვის მოხერხდა", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.