ბიძინა ივანიშვილის ნახირს უწოდებს გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამბობს, რომ „ცოტა ხანში მათი სისხლის დალევა მოუნდება ხალხს“.
აღნიშნულის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას ისაუბრა.
„წალეკილები იქნებით და ‘მიშა მოდის, მიშა მოდის’ აღარ გიშველით და პირიქით მოხდება. ის ძალას იკრებს იქა და აქაც იკრებს ძალას. ხომ იყავით გაოგნებულები პირველი ტურის მერე, თქვენი ბელადიანად? აღარ ჭრის, გადით ხალხში, იკითხეთ რა ხდება, მანქანებიდან რომ აღარ ჩამოდიხართ უკვე, წარმოდგენა რომ არა გაქვთ. გადით ქუჩაში. ცოტა ხანში თქვენი სისხლის დალევა მოუნდება ამ ხალხს. მოგიგროვდებათ ეს ყველაფერი, არავინ აღარ გაარჩევს უკვე, ყველა ერთის წინააღმდეგ წავა. ასე იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ. ეჭვი არ შეგეპაროთ! ეს ხლართები დაიტოვეთ თქვენთვის, შიგნით, ერთმანეთს რომ იმგენს უქვეყნებთ, რა ქვია, ჩანაწერებს. გუნდი ვართ, გუნდში... რომელი გუნდი ხართ? კალათბურთელები ხართ, ფეხბურთელები ხართ თუ წყალბურთელები ხართ თუ რა გუნდი ხართ? გუნდს აქვს საერთო ინტერესი, თქვენ რა საერთო ინტერესი გაქვთ? ხართ ნახირი, ბიძინას ნახირი, სალაფავს მისეულები. ხელფასზე გაყიდული სამშობლო. აი, ეს არის საქართველო“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.