დავით სერგეენკო: წინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია
31-01-2019, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - CO-მ გამოიწვია.

 


„ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა და 7 ადამიანი არის გარდაცვლილი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით - CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მიმდინარეობს უკვე გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები", უთხრა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

 


შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულები აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. მათივე თქმით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი