5 მაისს საქართველო მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო რბენაში - Wings for Life World Run 2019.
მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩებს შორის წელს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დასახელდნენ - ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური, 2008 წლის ომისა და 2013-2014 წლების ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე, კანადასა და ავსტრალიაში გამართული „Invictus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი და კაპრალი გიორგი ჯაბახიძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოსამსახურე, 2008 წლის ომის მონაწილე, 2017-2018 წლებში „Invictus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი.
მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ 5 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.