კახა კალაძე: რეგულაციები გასამკაცრებელია
31-01-2019, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

 


მერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია, რეგულაციების გამკაცრება.

 

 

„მე გამიჭირდება ახლა ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, რომ ზოგადად პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება მათი დახურულ სივრცეში დამონტაჟება მით უმეტეს კუსტარულად - ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგნს და ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითავისოთ და გავითვალისწინოთ. რაც შეეხება გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ შემოიღონ დეტექტორები და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. შეგვიძლია მერიამაც მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადასახადები. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი.... ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია", უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

 

 

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანიამ - „ყაზტრანსგაზ თბილისი“.

 

 

„წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი