ჯანდაცვის მინისტრი H1N1-ის დიაგნოზის მქონე პაციანტებთან დაკავშირებულ კონსილიუმებში პირადად მიიღებს მონაწილეობას. დავით სერგეენკოს ინიციატივით, პირველი კონსილიუმი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს გაიმართა, სადაც გრიპის ვირუსის დიაგნოზით 2 მცირეწლოვანია მოთავსებული. ქვეყნის მთავარმა ექიმმა პაციენტები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო.
კონსილიუმზე სხვადასხვა პროფილის ექიმებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ბავშვებში დაავადების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და მკურნალობის სტრატეგია შეიმუშავეს.
„ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები ორ კვირაზე მეტია, გრიპის გამო მკურნალობენ, იმართება კონსილიუმი და ვგეგმავ, ყველგან მივიღო მონაწილეობა. იაშვილის კლინიკაში საყურადღებო მდგომარეობაში ორი ბავშვია, თუმცა ორივე შემთხვევაში, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და 100 000 მოსახლეზე 249-ს შეადგენს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.