ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" სარედაქციო ჯგუფმა ამერიკის ბაზარზე არსებული კვების ობიექტების ნაწარმი გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ "მაკდონალდსის", "ბურგერ კინგის" "საბვეის" და "ვენდის" პოპულარულ პროდუქტებში ქიმიური დანამატი – "აზოდიკარბონამიდი" გამოიყენება, რომელიც ასევე, რეზინის ფეხსაცმელების და იოგას მატრასების დამზადებისას იმისათვის გამოიყენება, რომ ნაწარმს ელასტიკურობა მიანიჭოს.
"დეილი მეილის" ცნობით, ეს დანამატი პურში, ტოსტებში და სხვადასხვა სახეობის ორცხობილაში არის აღმოჩენილი. სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, "ბურგერ კინგი" მას იყენებს პროდუქტების მთელ დიაპაზონში, კრუასანებით დაწყებული ფრანგული ტოსტებით დამთავრებული; ის აღმოჩნდა "მაკდონალდსის" თითქმის ყველა იმ ნაწარმში, რომელშიც პური შედის, მათ შორის ორცხობილებში, ბიგმაკში, ინგლისურ მაფინებსა და შემწვარ ჩხირებშიც. ხოლო "ვენდი" მას სხვადასხვა სახის სენდვიჩში იყენებს. კვლევა ასევე იმ სხვა უამრავ კომპანიას ეხება, რომელიც ამერიკის ბაზარზე წლებია მუშაობს.
როგორც ცნობილია, 1999 წლიდან, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის შემდეგ, ევროპაში "აზოდკარბონამიდის" გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში აიკრძალა. ეს კვლევა ცხოველებზე ჩატარდა და დადგინდა, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება ასთმური და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებებს იწვევს. უკვე ცნობილია, რომ რესტორნების "ფრანჩაიზული" ქსელის "საბვეის" წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ "აზოდიკარბონამიდს" მათი კომპანია ხმარებიდან უხლოეს მომავალში ამოიღებს. ამ დროისთვის ამერიკაში უკვე ძალას იკრეფს ნაციონალური მოძრაობა ამ საკვები დანამატის წინააღმდეგ და შემუშავებულია ონლაინპეტიციაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.