საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის შეფასებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია რეალურად, საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არანაირ საზღვრის გადმოწევას 10 ჰექტარით ადგილი არ ჰქონია.
"თქვენ იცით, რომ ვმუშაობთ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია და ამ კომისიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაკვეთის დელიმიტაცია, გარკვეული ნაწილი ამ მონაკვეთის დელიმიტირებულია. სიტუაცია არის შემდეგი, საბჭოთა კავშირის დროს აქ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, იმ მოსახლეობას, რომელიც არის აღშფოთებული, შეეძლო გადასვლა უფრო წინ, ვიდრე ახლა, მას შემდეგ რაც საზღვარი არის დელიმიტირებული, იქ დადგნენ სომეხი მესაზღვრეები. მესაზღვრეს თავისი მოვალეობის გამო უფლება აქვს იქ არ შეუშვას საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ იმ გაგებით, რომ მე გავდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შექმნა ილუზია თითქოს მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევა 10 ჰექტარით არ ყოფილა", - აღნიშნა კერესელიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე სომხეთმა საზღვარი 10 ჰექტარით გადმოწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.