თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, იქ, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების გამო 7 ადამიანი დაიღუპა, კახა კალაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. ალეკო ელისაშვილი მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს.
„მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. „ყაზტრანსგაზი" არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო.
სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის.... ვუთხარი, რომ მისია ეს კომპანია და მითხრა - მე რა შუაში ვარ, ენერგეტიკა.... ვითომ ენერგეტიკაში არ იცნობ და შენ არ იყავი-თქო. მისი პასუხისმგებლობაა პირადად - მან გადაუფორმა და თვითონაც გადაიფორმა ბეჟუაშვილისთვის და მაქაცარიასთვის ეს კომპანია.... თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და „ყაზტრანსგაზი", რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი", განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა: „კუდით ქვას ვასროლინებ კალაძეს და „ყასტრანსგაზს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.