პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან ვრცელ განცხადებას აკეთებს.
ბესელია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მსგავი ტიპის მეთოდების გამოყენების მოლოდინი ჰქონდა.
„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა მათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან - თქვენ უბრალოდ არ მიცნობთ ეტყობა კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო, ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა, ვიდრე არის ჭაობი. ველოდი მართალი გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი რომელიც ასახავს ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი. ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს როგორც ფაქტი", განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც ასევე გადაცემა „არჩევანში" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა.
„ერთ-ერთი მოსამართლე რომელიც არის იუსტიციის ... არც მინდა გვარის ხსენება. ის ჩემთვის კრებსითად განასახიერებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმაზე უფრო უარესები არიან, ვიდრე აი, ამის ჩამდენები და რატომ? ამ ადამიანმა გაახმოვანა გზავნილი რომ თითქოს ეს ჩვენს ინტერესებშია. ახლა წარმოიდგინეთ იმაზე უფრო მეტი სიმდაბლე, ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლაა ხომ არ არსებობს. ამაზე უარესი რამე თუ შეიძლებოდა წარმომედგინა არის ეს ფსიქოლოგია, რომ ესეთი რამ შეიძლება გაგიჩნდეს თავში ეს აზრი რომ დააბრალო იმ ადამიანებს, ვისაც ამას უვრცელებენ რომ ეს შეიძლება იყოს მათი გაკეთებული. გესმით სად ვართ და ამის გახმოვანებული არის მოსამართლე, რომელსაც უნდოდა უვადოდ აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. ის ახმოვანებს ამ სათქმელს", განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.