2019 წლის მარტში საქართველო ნატო-საქართველოს სიმულაციურ სწავლებას (NATO-GEO EX 2019) უმასპინძლებს. პირველად საქართველოს ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით, ქართული მხარე უხელმძღვანელებს.
სწავლების დაგეგმვის საბოლოო დეტალებზე ნატოს „მოკავშირეთა სარდლობის“ (ACT), ალიანსის წევრი, პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და განათლების სარდლობის მეთაურმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ დახურა და დაგეგმვის კონფერენციის შედეგები შეაჯამა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობის მიღების სურვილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა 23-მა ქვეყანამ უკვე გამოთქვა. წვრთნის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება, ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.