„ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა შეიცვალოს კანონი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ფონდში დაგროვილი მილიონები დღესვე გადანაწილდება პენსიონრებზე და თითოეულს მოემატება მინიმუმ 100 ლარი“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ თავის ოფისში საუბრისას, რომლის დროსაც მასთან პენსიონერები იყვნენ წარმოდგენილი.
„პენსიონერთა გადარჩენა დღესაა საჭირო, ხვალ და ზეგ ეს საჭირო აღარ იქნება სამწუხაროდ. უკვე 18 დღეში 5 მილიონია დაგროვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს გადაქაჩოს თანაინვესტირებისა და საპარტნიორო ფონდებში ანუ საკუთარ ბიზნესში და ეს სარგებელი მიანიჭოს საკუთარ ოჯახს, ბერას, უტას, მამაცაშვილს, კალაძეს“, განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.