ელისო კილაძე: ყველა მასალა, რომელიც იყო დაცული გრიფით საიდუმლო არქივებში, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, კახელების კარტელმა გამოფინა
01-02-2019, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და ამ კადრებით შანტაჟი ხდება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას და დასძინა, რომ ყველა მასალა, რომელიც იყო დაცული გრიფით საიდუმლო არქივებში, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, კახელების კარტელმა გამოფინა.

 


„ეს ხდება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ და ამას სათავე დაუდო კახელების კარტელმა, გახსნეს ეს პანდორას ყუთი და ყველა მასალა, რომელიც იყო დაცული, გრიფით საიდუმლო არქივებში, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, აი, ესე გამოაფინეს და ხელიდან ხელში და ტელეფონიდან ტელეფონში გადადიოდა მართლა ეს მასალები... წარმოუდგენელი სიბიძურეა ის, რაც ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ხდება და მე-7 წელს ჩვენ ისევ მივიღეთ ეს კამპანია და ისევ მივიღეთ უკვე ასევე დეპუტატის მისამართით... მოსამართლეთა კორპუსისკენ ხელის გაშვერა არის ყველაზე დიდი უზნეობა დღეს, რომ თითქოს ამ საქმეში სააპელაციო სასამართლოდან გამოვიდა რაღაც ფირი და იტყუება ეკა ბესელია, როცა ამბობს, რომ საპროცესო გარიგებაზე თანხმობა მისცა მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოში არ წასულიყო საქმე. ტყუილია, ეს. დამწყებმა იურისტმა იცის, რომ საპროცესო საქმის დამტკიცება სწორედ სასამართლოში ხდება და ვერც ერთ შემთხვევაში ეს მორიგება სასამართლოს გარეშე ვერ შედგებოდა. ეს ფირები არ იყო დაცული“, განაცხადა ელისო კილაძემ და დაამატა: „წარმოუდგენელი სიბინძურეა, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს აქვს ეს ფირი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი