ნინო ბურჯანაძე საქართველოში რევოლუციას და დესტაბილიზაციას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუკი „ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს გადაწყვეტს, რომ ისე დაწეროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, როგორც ეს 2016 წელს გააკეთა“
01-02-2019, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში რევოლუციას და დესტაბილიზაციას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუკი „ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს გადაწყვეტს, რომ ისე დაწეროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, როგორც ეს 2016 წელს გააკეთა“, რაც მისი თქმით, „ძალიან ცუდად დამთავრდება“, როგორც ქვეყნისთვის, ისე ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის.

 


აღნიშნულის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის პროპორციული წესით შეცვლის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

 


„ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს თავისი ძალისხმევა. თუ საჭიროა, ქუჩის აქციებიც უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ ამ სისტემაზე [პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემა] არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ სისტემის შეცვლაზე არის დამოკიდებული ის, ბიძინა ივანიშვილს ექნება საქართველო ჯიბეში ჩადებული, თუ საქართველო დარჩება ქვეყნად. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი პრაქტიკულად არსებითი საკითხი დგას, ეგზისტენციალური საკითხი დგას, ეს მოსახლეობამდე მივა და ამას საზოგადოება გაიგებს. ძალიან ვურჩევ ხელისუფლებას, ძალიან ვურჩევ, რომ თავად, ყოველგვარი ქუჩის აქციების გარეშე შეცვალოს ეს სისტემა იმიტომ, რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს გადაწყვეტს, რომ ისე დაწეროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, როგორც ეს გააკეთეთ ბატონო ბიძინა 2016 წელს, როცა მივიღე 15% და დამიწერეთ 4, როგორც კი თქვენ გადაწყვეტთ იმას, რომ ისე დაალაგოთ პარლამენტი, ვიცი, რომ ლაპარაკი მიდის, რომ 7-8 პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში და ახლა ფიქრობთ, რომელი პარტიები შექმნათ, დაამატოთ თქვენ სატელიტ პარტიებს, რომ ისინი შეიყვანოთ პარლამენტში, ამას მოყვება ქვეყანაში რევოლუცია, დესტაბილიზაცია და ეს ძალიან ცუდად დამთავრდება, ნუ, სამწუხაროდ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ძალიან ცუდად დამთავრდება თქვენთვის. გადავამტვრევ თავზე ნებისმიერ ადამიანს იმ საარჩევნო ყუთს, რომელსაც გააყალბებენ“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი