საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევანდელებმა სამხედრო ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ.
წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. სამხედროების მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეების სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.