გარდაბნის მუნიციპალიტეტის 25 სპორტულ სკოლას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, 45 სახეობის სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის განცხადებით, სპორტის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ახალი წელი მწვრთნელებისთვის ხელფასების მომატებით დავიწყეთ. ჯამში 43 მწვრთნელს გავუზარდეთ ხელფასი, ამას რა თქმა უნდა არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ანაზღაურებას კვლავ გავზრდით. რაც შეეხება სპორტულ ინფრასტრუქტურას, 2019 წელს წელს ტერიტორიულ ერთეულებში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია და გარე სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა იგეგმება. დღეს 25 სპორტულ სკოლას გადავეცით საჭირო ინვენტარი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 100 000 ლარის ღირებულების ნივთებს შევიძენთ“, განაცხადა ტარიელ ჯანხოთელმა.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.