„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით სოფლის საერთო კრებები გრძელდება. 30 იანვარს შეხვედრები გაიმართა სოფელ ღვირიშში, ნაკურალეშში, ცხუკუშერში, ნასპერში, უცხერში, სანორჩში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ხეცურიანი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლევან ცხვედიანი და ვახტანგ ლორთქიფანიძე.
განხილვის შედეგად გადაწყდა შემდეგი პროექტების განხორციელება:
სოფელ ქვედა ღვირიშში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობა;
ზედა ღვირიშში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის რემონტი, წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალური მილის მოწყობა;
სოფელ ნაკურალეშში - სოფელში დიდგორის ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერის მოწყობა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული დენის წისქვილის აბონენტად აყვანა;
სოფელ ცხუკუშერში - სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება;
სოფელ ნასპერში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;სოფელ სანორჩში-სოფლის წყაროს კეთილმოწყობა;
სოფელ უცხერში - სამედიცინო ამბულატორიისა და ბიბლიოთეკის შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.