გრიგოლ ვაშაძე: ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ სინამდვილეში კი, დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურის და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა
01-02-2019, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების დაკავებას ეხმაურება. ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ მომხდარი ხელისუფლების უკიდურესი სისუსტის ნიშანია.

 

 

„საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში საუბარი არის სრულიად შეუძლებელი იმიტომ, რომ ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ სინამდვილეში კი, დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურის და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა.

 

 

საქართველოში დღეს თავისუფლად ცხოვრება კი არა, სუნთქვა არის შეუძლებელი იმ სიბინძურის გამო, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოედინება.

 

 

მაშინ, როდესაც ჩვენს სახელმწიფოში უძიმესი, უმძაფრესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისია, ე.წ. ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, შემდეგ ამ ვიდეოჩანაწერს ვირუსულად უგზავნის ასეულობით ადამიანს ივანიშვილის ერთადერთი ინსტრუმენტის - სუს-ის მეშვეობით. შემდეგ აკავებს გაერთიანებული ოპოზიცის მხარდამჭერებს და წევრებს იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს თავისი დანაშაული გადააბრალოს", განაცხადა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი