მამუკა ბახტაძე: ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
01-02-2019, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის შეფასებით, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულდება დადგენილ ვადებში.

 

 

„ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვადგავართ ძალიან სწორ ვექტორს - სრულად დასავლური დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება და დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივყვებით. ამ პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად გვიჭერენ მხარს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი