ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შეიქმნება რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.