დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმის დასტური, რომ ბიზნესი სახელმწიფოს სრულად ენდობა, ხოლო კერძო სექტორს საბრუნავ კაპიტალთან წვდომა კიდევ უფრო გაეზრდება.
„შარშან ჩვენს მეწარმეებს 527 მილიონი ლარი დაუბრუნდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დღგ-ს დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე იყო სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის საკითხში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარშან ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ეს პროცესი სრულად ავტომატური გახდება. საბრუნავი კაპიტალი და მისი დაფინანსება ერთ-ერთი სუსტი მხარეა ჩვენი ეკონომიკის და ჩვენ, როგორც შარშან, წელსაც ორიენტირებულები ვიქნებით იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის დღგ დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.