1-ელ თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს თარიღი მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება შეუერთდა ამ თარიღს. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება და საბიბილიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის სულიკო სვანიძის გადაწყვეტილებით, საჯაროდ კითხვისთვის წელს, წყალტუბოს ბიბილიოთეკებში, ნუგზარ შატაიძის შემოქმედება შეირჩა.
„ნუგზარ შატაიძე ძალიან საინტერესო მწერალია, რომლის შემოქმედების შესახებ ბევრმა არც კი იცის, მისი ნაწარმოებები ძალიან ღრმაა და ძალიან მსუბუქად იკითხება. საინტერსო თხრობა აქვს და განსაკუთრებით მოზარდებს ბევრ რამეზე დააფიქრებს. მისი ზოგიერთი ნაწარმოები სკანდალურადაც კი შეფასდა“, ამბობს სულიკო სვანიძე.
„სვეტიცხოველი“, „ჩემი სოფლის სამკითხველო“, ბერიკაცი და ძაღლი“, „კიდობანი“, „თუთქის მიმყრელი“, „შემოდგომა“, „ხიზამბარელი“, „თეთრი ფრინველი“, „კაკალი“ და „მოლოდინი“ - ეს ნაწარმოებები წაიკითხეს გეგუთის სასოფლო ბიბლიოთეკაში გეგუთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
სოფელ ოფშკვითში ბავშვებმა ნუგზარ შატაიძის „გიო“, „კაკალი“, „ტრეფიკინგი“ და „წავიდნენ“ წაიკითხეს . ასევე ოფშკვითის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის - ბეჟან კოღუაშვილის ნაწარმოების საჯარო კითხვაც მოეწყო.
ნუგზარ შატაიძის შემოქმედების საჯარო კითხვა მოეწყო სოფელ მუხიანში და დღნორისის ბიბლიოთეკებში.
სოფელ საყულიაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საჯარო კითხვაში საბავშვო საბავშვო ბაღის პედაგოებმა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილოება. ხმამაღლა წაიკითხეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის პოეზია.
ნუგზარ შატაიძის შემოქმედების საჯარო კითხვა მოეწყო სოფელ მუხიანში და დღნორისის ბიბლიოთეკებში.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.