პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
01-02-2019, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. ათონელის სასახლეში შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე მსჯელობის მიზნით შედგა, თუმცა, პრეზიდენტმა დარბაზი მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დატოვა.

 

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ გაუგებარია დღევანდელი შეხვედრის არსი, რადგან მთავარ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

 

 

„სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების არსს, ვინაიდან ვერ გავიგე მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული ლუგარის ლაბორატორიით დასრულებული და იმდენად დიდია დიაპაზონი და იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს ამ ორ თემას შორის შუაში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რეალურად ვიდისკუსიოთ იმაზე, თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება", უთხრა მედიას სალაძემ.

 

 

როგორც შეხვედრის შედეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ქეთი მახარაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ცილისწამებისა და დეზინფორმაციის საკითხზე პრეზიდენტს კონკრეტული ინიციატივები არ წარუდგენია.

 

 

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან შეჩვეული პროცესის დასაწყისში ყოფნას. მათ უფრო ხშირად სხვადასხვა ინიციატივაზე უწევდათ რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ პროცესის დასაწყისშივე გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გაქვს, მაგრამ თქვენ გვითხარით, რას ფიქრობთ და ერთად დავიწყოთ მუშაობა. სამწუხაროდ, ამას საზოგადოება შეჩვეული არ არის და ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობოების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა არ გვექნება. დღეს ბევრმა არასამთავრობომ ისეთ კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არ ვიცოდით, თუ არსებობდა.

 

 

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გამოკვეთილია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში, ეს არის ჰიბრიდული საფრთხეები. ეს მოიცავს დეზინფორმაციას პოლიტიკური და საერთაშორისო დონის საკითხებში, იგივე ლუგარის ლაბორატორიის თემა, რომელიც იყო სახელმწიფოებრივი დარტყმა და ამისთვის სოციალური თემები იყო გამოყენებული. უბრალოდ ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს საფრთხე და ამ არსებული საფრთხის მიმართულებით ევროპარლამენტმა მიმართა ევროპის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენ გვსურს ამ პროცესში ჩართვა და თუ ევროპა და ნატო რაღაც კონკრეტულ მექანიზმზე შეთანხმდებიან, გვსურს, ამის ნაწილი ვიყოთ, რადგან საქართველოც საკმაოდ ხშირად ხდება დეზინფორმაციის მსხვერპლი“, განაცხადა ქეთი მახარაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი