საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა. BBC -ის ცნობით, ბანკებთან დიდი რიგებია. ამავე დროს ბანკომატებიდან თანხის გატანაზე შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს. კერძოდ, კვირის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 420 ევროს ოდენობის გატანის შესაძლებლობა ექნება.
"კაპიტალზე კონტროლი და შეზღუდვები თანხის გატანაზე კვლავ იარსებებს, თუმცა, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაგვაბრუნებს", - განაცხადა საბერძნეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა კატსელიმ.
ბანკების ხელახლა გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროზონის ლიდერებმა ათენისთვის 7 მილიარდი ევროს ოდენობის წინასწარი დახმარება გამოყვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.